სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
BFB.GE
BFB.GE

BFB.GE

შესახებ

BFB არის ქართული საბროკერო ბაზრის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. კომპანია უმოკლეს დროში გახდა ყველაზე მსხვილი კონტრაქტორი, ქვეყნის მასშტაბით, თუ მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე კომპანიებისთვის. კომპანიამ Outsource მოსახურებაზე მიიღო მრავალი სფეროს კორპორატიული გაყიდვები და დღეს, მრავალი კომპანია სწორედ მას ანდობს საკუთარ წარმატებას. გუნდის თითოეული წევრი სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებობას რაც გვაქვს აღებული ჩვენი პარტნიორი კომპანიების მიმართ და მუდმივად ვზრუნავთ მათი შედეგების გაუმჯობესებაზე, მუდმივად ვთავაზობთ მათ ინოვაციურ სიახლეებს და ყოველივე ეს გვაყალიბებს იმ გუნდად, რომელსაც ერთის მხრივ საკუთარი სერვისის/პროდუქციის რეალიზაციას ანდობენ ქვეყნის ყველაზე დიდი მწარმოებლები, იმპორტიორები თუ ექსპორტიორები და მეორეს მხრივ კი მუდმივად იზრდება იმ მომხმარებელთა ბაზა, რომელთაც საკუთარი ფინანსების დაზოგვა და მაქსიმალურად მაღალი შედეგის მიღების შესაძლებლობა ანდეს კომპანიას. BFB-ის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია გაყიდვებისა და შესყიდვების მაღალპროფესიონალი კადრებით, მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ერთის მხრივ კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციებს მოუძიოს მათთვის სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება უკონკურენტოდ საინტერესო წინადადებით, რომელშიც ყველაზე სწორი ბალანსია დაცული ფასსა და ხარისხს შორის. ხოლო მეორეს მხრივ კი, ასევე პარტნიორ კომპანიებს დაეხმაროს პროდუქციის თუ მომსახურების რეალიზაციაში და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანოს მათ განვითარებაში.​

  • საქმიანობის სფერო

    კონსალტინგი, აუთსორსი, მენეჯმენტი

  • განცხადებები 0

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი