სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ - 112
სსიპ - 112

სსიპ - 112

შესახებ

112 არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე ოპერატიულ რეაგირებას. 112-ის მთავარი მიზანია დაიცვას როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება.

 

112 გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებებს იღებს მთელი საქართველოდან, 24 საათის განმავლობაში, სატელეფონო ნომრის 1-1-2 საშუალებით. 112-ზე ზარის განხორციელება უფასოა და დარეკვა შესაძლებელია საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული თუ მობილური სატელეფონო ქსელიდან მაშინაც, თუ ფიქსირებული/მობილური ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული ან მობილურ ტელეფონში არ დევს სიმ ბარათი.

 

112 საქართველოში მოქმედ სამ სხვადასხვა სამსახურთან, კერძოდ, საპატრულო პოლიციასთან, სახანძრო-სამაშველო სამსახურსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურებთან კოორდინირებულად მუშაობს. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი უზრუნველყოფს მოქალაქეებისაგან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და რეაგირების მიზნით აღნიშნული სამსახურებისათვის მიწოდებას.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    (+995 32) 2 41 96 77   (+995 32) 2 41 96 88

  • ელ-ფოსტა

    publicinfo@112.ge

  • საქმიანობის სფერო

    უსაფრთხოება; საჯარო სექტორი

  • კარიერის გვერდი

    112.gov.ge/?m=63
  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი