სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
კატეგორიები
რეგიონები
ტოპ ორგანიზაციები
ბლოგზე სიახლეები

საიტის შესახებ

work.ge არის დასაქმების საიტი სადაც განთავსებულია სხვადასხვა ტიპის განცხადებები ( ვაკანსიები, ტრეინინგები, ტენდერები, გრანტები, საგანმანათლებლო ღონისძიებები).  ჩვენი ვაკანსიების საიტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ბლოგი, აქ გაეცნობით კარიერასთან და განათლებასთან დაკავშირებულ სტატიებს, ასევე იხილავთ პრაქტიკულ რჩევებს რომელიც დაგეხმარებათ მოტივაციის ამაღლებაში და გაგიადვილებთ სამსახურის მოძებნის პროცესს (გაეცნობით თუ როგორ უნდა შეადგინოთ  CV, როგორ მოიქცეთ გასაუბრებაზე და ა.შ.).  
საიტზე განთავსებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე არის მითითებული ხელფასის შესახებ ინფორმაცია (ზუსტი ან მიახლოებითი ხელფასი) და შესაბამისად აქტიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელფასის ფილტრი. ამასთანავე ზოგიერთ ვაკანსიაზე არის სტუდენტის (ვაკანსიები რომელიც თავსებადია სტუდენტებისთვის) და შშმ პირების (განცხადებები სადაც გარემო არის მისაწვდომი)  ნიშნები, ასევე  შესაძლებელია გაფილტროთ ვაკანსიები სადაც შესაძლებელია გაიაროთ სტაჟირება ან/და პრაქტიკა.  რაც შეეხება გამოცდილების ფილტრს, აქ შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი გამოცდილება და მოძებნით ვაკანსიებს მინიმალური გამოცდილების მიხედვით.
ვორქ.გე ასევე არის გრანტების საიტი, სადაც დაგეგმილია ერთიანი ბაზის შექმნა და შესაძლებელი იქნება ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა საქართველოში არსებული საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღოს. რაც შეეხება ღონისძიებების განყოფილებას, აქ განთავსდება ინფორმაცია საჯარო საგანმანათლებლო შეხვედრების შესახებ.  
სამსახურის მაძიებლებს გაქვთ შესაძლებლობა გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე და გამოიწეროთ განცხადებები ნებისმიერი ფილტრით (მაგალითად: ბუღალტრის ვაკანსია, რომელიც გამოცხადდება ბათუმში და ანაზღაურება იქნება 2500 ლარზე მეტი, ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ კონკრეტული კომპანიები და მიიღებთ სიახლეს როცა თქვენს მიერ გამოწერილი კომპანიის მიერ საიტზე მოხდება განცხადების დამატება). გამოწერების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ მეილზე ტელეფონზე აპლიკაციის მეშვეობით. ასევე თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ თქვენთვის სასურველი განცხადებები ფავორიტებში და შემდეგ ნახოთ შენახული განცხადებების სია ნებისმიერი მოწყობილობიდან საიდანაც გააკეთებთ ავტორიზაციას.
კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა შექმნან პრეზენტაბელური პროფილი და ეფექტურად მოახდინონ თავიანთი ორგანიზაციის, როგორც დამსაქმებლის, ბრენდინგი. პროფილში შესაძლებელია განთავსდეს ვრცელი ინფორმაცია კომპანიის შესახებ (საკონტაქტო ინფორმაცია, ტექსტური, ფოტო და ვიდეო მასალა). ამასთანავე კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი პროფილიდან მართონ საიტზე არსებული განცხადებები. 

ვაკანსიები, ვაკანსიების საიტი, დასაქმება, ვაკანსია, ვაკანსიების საიტები
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი